საბაკალავრო პროგრამის დასახელება: რუსული ფილოლოგია / Russian Philology
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: რუსული ფილოლოგიის ბაკალავრი / Bachelor of Russian Philology
პროგრამის განმახორციელებელი ერთეული: სლავისტიკის სასწავლო–სამეცნიერო ინსტიტუტი
პროგრამის ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი მარინე ალექსიძე
სწავლების ენა: ქართული
სწავლების ხანგრძლივობა: 8 სემესტრი
ECTS 240 კრედიტი
პროგრამის სტრუქტურა/ECTS-მოცულობა
სავალდებულო საფაკულტეტო კურსები 50 ECTS კრედიტი
ძირითადი პროგრამა (Major) 120 ECTS კრედიტი
დამატებითი პროგრამა (Minor) 60 ECTS კრედიტი
თავისუფალი 10 ECTS კრედიტი
პროგრამის მიზანი
საბალავრო პროგრამა რუსული ფილოლოგია მიზნად ისახავს მისცეს სტუდენტს ფართო და ღრმა ცოდნა რუსული ფილოლოგიის სფეროში, სიღრმისეულად შესწავლოს რუსული ენისა და ლიტერატურის პრაქტიკული და თეორიული ასპექტები, რაც გულისხმობს დარგობრივი (ზოგადფილოლოგიური) და კონკრეტული (რუსული ფილოლოგიის) საბაზისო კომპეტენციების გამომუშავებას და განვითარებას; პროგრამა უქმნის სტუდენტს დარგის სამეცნიერო საფუძვლებს და სძენს მას როგორც დარგის მეთოდოლოგიურ კომპეტენციებს, ასევე პრაქტიკულ და პროფესიულ უნარ-ჩვევებს, რაც ბაკალავრს შემდგომში გაუადვილებს საბაზრო ეკონომიკის თანამედროვე პირობებში შრომის ბაზარზე დასაქმებასა და საზოგადოების წარმატებულ წევრად ქცევას.
პროგრამის უპირველეს მიზანს წარმოადგენს ენობრივი კომპეტენციების შეძენა. იგი უნდა შეესაბამებოდეს ევროკომისიის მიერ შემუშავებული ენობრივი პოლიტიკის ე.წ. „საერთოევროპული რეფერენციული ჩარჩოს“ პარამეტრებს, რას გულისხმობს კომპეტენციის ზრდას A1/2 - დან B1/B2 დონემდე პირველი საფეხურის სწავლების ფარგლებში.
უცხო (რუსული) ენის ფლობის პრაქტიკული უნარ-ჩვევები ვითარდება ენობრივი ქმედების ოთხი კომპეტენციის შესაბამისად: ზეპირი მეტყველება, წერა, აუდირება და კითხვა. ენის პრაქტიკული კურსი აღრმავებს ინტერკულტურული ცოდნის კომპეტენციებს. წინამდებარე პროგრამა ითვალისწინებს ასევე მეცნიერულ მეთოდებზე დამყარებულ კვლევის უნარ-ჩვევების გამომუშავებას, რომელიც ვითარდება ორი მიმართულებით: რუსული ენათმეცნიერება და რუსული ლიტერატურათმცოდნეობა, რაც საფუძველს ქმნის სწავლის შემდგომ გაგრძელებასა და კვლევის დაწყებისთვის სამაგისტრო და სადოქტორო დონეებზე. პირველი საფეხურის სწავლების ფარგლებში კვლევის უნარ–ჩვევების ჩამოყალიბება გულისხმობს: შესასწავლი საკითხის მართებულად დასმას, პრობლემატიკასთან დაკავშირებული ფაქტების კრიტიკულ შეფასებას და ცოდნაზე დამყარებული დასკვნების გამოტანას, კომუნიკაციის უნარის გამომუშავებას, სწავლის უნარს და გარკვეული ღირებულებების შეძენას.
შეძენილი ცოდნა და მუშაობის უნარ-ჩვევები შეუქმნის სტუდენტს საფუძველს ცოდნის შემდგომი გაღრმავების, პროფესიულად ორიენტირებული სრულყოფისათვის. საბოლოო ჯამში პროგრამის მიზანია მაღალკვალიფიციური სპეციალისტების - რუსისტების - მომზადება, რომლებიც ფლობენ სხვადასხვა პრაქტიკულ ცოდნას რუსული ფილოლოგიის დარგში.
საბაკალავრო პროგრამით რუსული ფილოლოგია გათვალისწინებული სტუდენტზე ორიენტირებული, კომპლექსური სწავლება მიზანმიმართულია სტუდენტის მრავალმხრივი ინტერესებისა და მოთხოვნების დაკმაყოფილებისაკენ, მისთვის პიროვნული და აკადემიური თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის, ეთიკური იდეალების, კრიტიკული, შემოქმედებითი და პროგრესული აზროვნების გამომუშავებისკენ; კონკურენტუნარიანი პროფესიული კადრის განვითარების, სრულფასოვანი მოქალაქის ჩამოყალიბებისა და ახალგაზრდებში ეროვნულ–ზოგადსაკაცობრიო ღირებულებათა დამკვიდრებისაკენ.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამა რუსული ფილოლოგია სრულად თანხვდება უნივერსიტეტის მისიას და ითვალისწინებს მისიით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას - საზოგადოების ინტელექტუალური, ზნეობრივი, კულტურული და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას, ინოვაციურ კვლევებსა და სწავლებას, სტუდენტზე ორიენტირებულ სწავლებას და კონკურენტუნარიანი კადრების მომზადებას, საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებას.
პროგრამა უზრუნველყოფს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა თანამედროვე სტანდარტების შესატყვის, მომავალზე ორიენტირებული განათლების მიღების შესაძლებლობას, სტუდენტზე ორიენტირებულ სწავლებას და ამზადებს ზოგადი ჰუმანიტარული განათლების მქონე სპეციალისტ-ფილოლოგს, რომელსაც გააზრებული ექნება მომავალი პროფესიის არსი და სოციალური მნიშვნელობა და აღჭურვილი იქნება ძირითადი ფილოლოგიური დისციპლინების თეორიული საფუძვლების ცოდნითა და პრაქტიკული უნარ-ჩვევებით, კულტურათშორისი კომუნიკაციის უნარით, ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობის პრინციპებით, ის მზად იქნება სწავლების მეორე საფეხურზე (მაგისტრატურა) სწავლის გასაგრძელებლად და/ან შრომის ბაზარზე დასაქმებისათვის.
სწავლის შედეგები
ცოდნა და გაცნობიერება: რუსული ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამით მომზადებული ბაკალავრი ერუდირებული სპეციალისტია, მიღებული აქვს დარგის შესაბამისი ფართო და ზოგადი განათლება სპეციალობის განმსაზღვრელ ძირითად ზოგადთეორიულ და პრაქტიკულ დისციპლინებში; ფლობს სპეციალობის მაპროფილებელ რუსულ ენას საერთო ევროპული სარეკომენდაციო საბჭოს მიერ შემუშავებული ენის ცოდნის B1.2 დონეზე. კურსდამთავრებულმა იცის რუსული ენის ფონეტიკური, ლექსიკური, მორფოლოგიური და სინტაქსური სისტემები და მათი ფუნქციონირება; ბაკალავრი ფლობს რუსული ენის ლექსიკურ მარაგს და შეუძლია მისი მაქსიმალურად თავისუფლად გამოყენება სხვადასხვა თემატიკაზე რუსულენოვანი ტექსტების (საგაზეთო, პუბლიცისტური, მხატვრული, საგანმანათლებლო) გაცნობა/გაცნობიერებისთვის, ასევე საუბრისა და დისკუსიის წარმართვისას; სტუდენტმა იცის რუსული ენის ისტორიული გრამატიკის ძირითადი ფაქტები, ასევე სლავებთან დამწერლობის წარმოშობის საკითხი, ძველი რუსული ენის ფონეტიკური სისტემა, მორფოლოგიისა და სინტაქსის ძირითადი საკითხები, რუსული სალიტერატურო ენის ისტორიის პერიოდიზაციის და განვითარების ძირითადი მომენტები. ბაკალავრი ასევე ფლობს რუსული ლიტერატურის, მათ შორის ემიგრანტული ლიტერატურის, ისტორიის სრულ თეორიულ კურსს და იცის რუსული ლიტერატურის ადგილი და მნიშვნელობა მსოფლიო ლიტერატურის და კულტურის სისტემაში. სტუდენტმა ასევე იცის ერთ–ერთი ევროპული ენა და რომელიმე კლასიკური ან აღმოსავლური ენის საფუძვლები აკადემიური და კვლევითი მიზნებისთვის;
ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი: რუსული ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულს შეუძლია რუსული ენის პრაქტიკული გამოყენება მთელი რიგი წერილობითი კორესპონდენციისა და ზეპირმეტყველების მიზნებისათვის, აქვს რუსულ ენაზე სხვადასხვა ტიპის ტექსტების წაკითხვის, მოსმენის, გაგების, თარგმნის, ანალიზის, ინტერპრეტაციისა და რეპროდუქციის უნარი. ფლობს ლინგვისტგური ანალიზის ძირითად ელემენტებს (ფონეტიკური, მორფოლოგიური, წინადადების სინტაქსური ანალიზი); აქვს ენობრივი ერთეულების ლექსიკურ–სემანტიკური სპეციფიკის შემოქმედებითი შეფასების და კონკრეტულ სიტუაციაში ოპტიმალური ლექსიკური ვარიანტის შერჩევის უნარი; აქვს სათარჯიმნო ბიუროების ტიპიური დოკუმენტაციის და საქმიანი ქაღალდების რუსულიდან ქართულად და პირუკუ თარგმნის უნარი, საქმიანი საუბრების რუსულიდან ქართულად და პირუკუ სათარჯიმნო პრაქტიკის უნარ-ჩვევები. აქვს პროფესიულ სფეროებში ადაპტაციის უნარი.
დასკვნის უნარი: რუსული ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულს შეუძლია ფილოლოგიური მეცნიერებების ამა თუ იმ აქტუალურ საკითხთან დაკავშირებით (სფეროსათვის დამახასიათებელი) მასალებისა და მონაცემების შეგროვება, განმარტება, გააზრება და სისტემატიზაცია, განყენებული მონაცემებისა და /ან სიტუაციების ანალიზი დარგობრივი სფეროსათვის შესაბამისი სტანდარტული და ზოგიერთი გამორჩეული მეთოდის გამოყენებით, დასაბუთებული დასკვნის ჩამოყალიბება და მკაფიო არგუმენტებით დასაბუთება; დასამუშავებლად მიცემული მასალის ლოგიკურად აწყობა, ჩამოყალიბება და მისაღები ფორმულირებით გადმოცემა; აქვს პრობლემის სინქრონიაში და დიაქრონიაში ხედვის უნარი; სისტემის (სტრუქტურის) შემადგენელი ცალკეული ელემენტების ურთიერთზეგავლენის გააზრების, სიტუაციაში ადაპტირების და მინიმალური დახმარების პირობებში მუშაობის და გადაწყვეტილების მიღების უნარი; შესწავლილი დისციპლინების თეორიული დებულებების შემოქმედებითი გამოყენების უნარი პრაქტიკული პროფესიული ამოცანების გადაჭრისას. მინიმალური ზედამხედველობის/ხელმძღვანელობის პირობებში მას შეუძლია აბსტრაქტული მონაცემებისა და კონცეფციების საჭიროებისამებრ ტრანსფორმაცია და პრობლემის გადაჭრის გზების ძიება. შეუძლია მონაცემთა ინტერპრეტაცია, კრიტიკული შეფასება, სათანადო წერილობითი დასკვნის ჩამოყალიბება; სასპეციალიზაციო სფეროში კომპლექსური პრობლემების იდენტიფიცირება და მათი გადაჭრისათვის სათანადო ცოდნისა და მეთოდების გამოყენება.
კომუნიკაციის უნარი: რუსული ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამით მომზადებულ ბაკალავრს შეუძლია მაპროფილებელ (რუსულ) ენაზე გაიგოს კონკრეტული და აბსტრაქტული თემების მქონე რთული, ფართო სპექტრის ტექსტების არსებითი შინაარსი, მას ესმის თავისი სპეციალობის სფერო და შეუძლია დარგობრივი დისკუსიის წარმართვა; შეუძლია სპონტანური და შეუფერხებელი საუბარი, დიალოგის წარმართვა ენის მატარებელთან; შეუძლია ნფორმაციის სხვადასხვა წყაროს გამოყენება; შეუძლია წერილობით მკაფიოდ ჩამოაყალიბოს თავისი აზრები და შეხედულებები სხვადასხვა თემაზე; შეუძლია ანგარიშის, საქმიანი წერილის, სხვადასხვა ტიპის ესეს დაწერა, არგუმენტების მოყვანა სხვადასხვა შეხედულებების საწინააღმდეგოდ ან მხარდასაჭერად. მას შეუძლია ასევე სწავლებისა და კვლევის პროცესში თანამედროვე საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების, უახლესი ელექტრონული რესურსების გამოყენება. აქვს სპეციალისტებისა და არასპეციალისტებისათვის რუსულ ფილოლოგიასთან დაკავშირებული ინფორმაციის ზეპირად გადაცემის უნარი რუსულ ენაზე.
სწავლის უნარი: რუსული ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულს აქვს სამუშაო დროის სწორად და რაციონალურად დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი: თავისი პასუხისმგებლობისა და კომპეტენციის სფეროში შეუძლია სამუშაოს დაწყებამდე სამუშაოს შესრულების გეგმის შედგენა, პრიორიტეტების გამოყოფა, მუშაობის პროცესში საჭირო რესურსების უზრუნველყოფა და გამოყენება. მას ესმის ცოდნის გაღრმავების აუცილებლობა; შეუძლია საკუთარი სწავლის პროცესის მართვა რესურსების ფართო სპექტრის გამოყენებით.
სტუდენტს შეუძლია საკუთარი სწავლის პროცესის და რუსულ ფილოლოგიაში შეძენილი ცოდნის თანმიმდევრულად და მრავალმხრივად შეფასება, შემდგომი სწავლის საჭიროებების დადგენა. შეუძლია საკუთარ თავზე მუშაობა და ბაკალავრიატში სწავლის მანძილზე მიღებული ცოდნისა და უნარების პრაქტიკულ საქმიანობაში დამოუკიდებლად სრულყოფა. შეუძლია სამეცნიერო დარგობრივ ლიტერატურაზე დამოუკიდებელი მუშაობით ცოდნის განახლება; მას აქვს განათლების შემდგომ (სამაგისტრო) საფეხურზე სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა და უნარი.
ღირებულებები: რუსული ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულს აქვს კულტურათაშორისი განსხვავებების, კულტურული მრავალფეროვნების აღქმისა და ადეკვატური გაგების უნარი; მას ახასიათებს დემოკრატიული ფასეულობების პატივისცემა და მათ დასამკვიდრებლად სწრაფვა. ბაკალავრს კარგად აქვს გაცნობიერებული პროფესიული, სოციალური და ეთიკური, მორალური პასუხისმგებლობა და სათანადო აკადემიური და ეთიკური ნორმები.
განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება კურსდამთავრებულების პიროვნულ განვითარებასა და მოქალაქეობრივ ღირებულებებს. რუსული ფილოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებული ჩამოყალიბდება როგორც კრიტიკულად მოაზროვნე პოლიკულტურული პიროვნება, რომელსაც გაცნობიერებული ექნება ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ფასეულობები, საკუთარი საზოგადოებრივი პოზიცია, ჩამოყალიბებული ექნება სამყაროს „საკუთარი“ ხედვა.
დასაქმების სფეროები
პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულის შრომითი დასაქმება შესაძლებელია:
ზოგადსაგანმათლებლო დაწესებულებებში (განსაკუთრებით, პედაგოგიკის დამატებითი პროგრამის გავლისა და მასწავლებლის სასერტიფიკატო გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში), ენების ცენტრებში და საზაფხულო ბანაკებში (უცხოელ მოქალაქეებთან), სათარჯიმნო ბიუროებში, კულტურის ცენტრებში, ბიბლიოთეკებში, არქივებში, საინფორმაციო-ანალიტიკურ და მასმედიის ცენტრებში, გამომცემლობებში, დიპლომატიურ სამსახურში, საერთაშორისო სავაჭრო და კულტურულ ორგანიზაციებში, არასამთავრობო სექტორში, ტურისტულ სფეროში, სოციალური და ჰუმანიტარული პროფილის სამთავრობო ორგანიზაციებში.